ასადი: ისლამური სახელმწიფოს მომხრეები გაიზარდნენ მას შემდეგ, რაც მათი პოზიციები აშშ-მ დაბობმა

ასადი: ისლამური სახელმწიფოს მომხრეები გაიზარდნენ მას შემდეგ, რაც მათი პოზიციები აშშ-მ დაბობმა

„ისლამური სახელმწიფოს მომხრეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ავიაციამ და მათმა მომხრეებმა ბოევიკების პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელეს“ – განცხადება ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა გააკეთა.
„ზოგჯერ (აშშ-ს ავიადარტყმებს) ლოკალური შედეგი მოაქვთ, მაგრამ ზოგადად, „ისლამურ სახელმწიფოზე“ რომ ვისაუბროთ, მათი მომხრეების რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მ ავიადარტყმები დაიწყო“- თქვა ასადმა ამერკული ტელეკომოანია სი-ბი-ესის ეთერში.
„ზოგიერთი შეფასებით ისლამისტები ყოველ თვეს დაახლოებით ათასამდე მხარდამჭერს იძენენ“ – თქვა პრეზიდენტმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ისლამისტები ყოველდღიურად აქტიურები ხდებიან ერაყსა და ლიბანში. „ისლამისტურ სახელმწიფოს“ სხვა რადიკალურმა დაჯგუფებებმა უკვე გამოუცხადეს მხარდაჭერა, მათ შორის „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულმა ჯგუფებმა.

banner
წინა სტატიაშიირანთან ატომური მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა
შემდეგი სტატიაჰარისონ ფორდი საავადმყოფოდან გამოწერეს