“არ შეიძლება ადვოკატები ვალდებულებებისგან სრულად გავანთავისუფლოთ,”- მანანა კობახიძე

“არ შეიძლება ადვოკატები ვალდებულებებისგან სრულად გავანთავისუფლოთ,”-ეს განცახადება პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ გააკეთა.

კობახიძეს მიაჩნია, რომ ადვოკატებმა უნდა მისცენ ჩვენებები თუ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებები დაირღვევა.

“არ შეიძლება ადვოკატები მთლიანად გავათავისუფლოთ იმ ვალდებულებისგან თუ ის მოწმე გახდა იმ ფაქტისა როდესაც ადამიანის მიმართ ხორციელდებოდა დანაშაულებრივიქმედება, იძულება ზეწოლა, დაშინება ამის განცხადების ვალდებულებისგან ჩემი ჩვენი კოლეგები, არ უნდა გავათავისუფლოთ. ეს არის ვალდებულება. ახლა ვინმე იფიქრებს, რომ ადვოკატების უფლებები იზღუდება მაგრამ არა, ეს ჩვენი უფლებაა,”- განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

banner
წინა სტატიაშიირანის ატომურ პროგრამაზე შეთანხმება შედგა
შემდეგი სტატიასაქართველოს საზღვრები “სამხრეთ ოსეთის პრეროგატივაა და არა რუსეთის”