“არ უნდა გასცე ის დაპირება, რასაც ვერ შეასრულებ”

სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის ინფორმაციით, 260-ე მუხლში გარკვეული სახის ცვლილებებზე პარლამენტი მუშაობს.

კახიშვილის თქმით, პატიმრებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ 260-ე მუხლში ცვლილებები მათ მდგომარეობას შეამსუბუქებდა, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.

“არ უნდა მისცე ის დაპირება, რასაც ვერ შეასრულებ. როდესაც ადამიანს მოლოდინს უქმნი, რომ რაღაც ნორმა იქნება შემუშავებული და შენ ეს შეგეხება, მაგრამ მერე არ გეხება, ბუნებრივია, ის ადამიანი არის გაღიზიანებული, ამიტომ მე მომხრე ვარ, რომ მაქსიმალურად გაანალიზებულად გავაკეთოთ კომენტარები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება პირობების გაუმჯობესებას პატიმრებთან, რადგან არ შეიძლება ადამიანს შეპირდე და არ გააკეთო. იყო მოლოდინი, რომ 260-ე მუხლი მათ მდგომარეობას შეცვლიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შეცვალა. როგორც ვიცი, საქართველოს პარლამენტი მუშაობს ამ საკითხზე”, – განაცხადა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაყდრისის დაცვის კომიტეტის” წევრებმა ფოტო-გამოფენა მოაწყვეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა