„არ მგონია, რაიმე სანერვიულოა იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მთავრობა ვერ დაკომპლექტება“

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის სახით სახით მთავრობას წესიერი, პატიოსანი და მშრომელი მინისტრი გამოაკლდა.

წულუკიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მომავალში კიდევ ერთი მინისტრი გადადგება და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება, სანერვიულო არაფერია.

„რაც შეეხება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს, თუ ეს საკითხი დადგა, მე მაინცდამაინც არ მგონია, რომ რაიმეა სანერვიულო იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მთავრობა ვერ დაკომპლექტება ისეთი პროფესიონალებით, რომელთაც პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებდა“, – აღნიშნა წულუკიანმა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა თანამდებობა დღე დატოვა. მან გადადგომის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა. ხოკრიშვილი უკვე მეექვსე მინისტრია, რომელმაც 2014 წელს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ დატოვა თანამდებობა. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში დგება.

შეგახსენებთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, გარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისა, თანამდებობა დატოვეს თავდაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, აგრეთვე სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

banner
წინა სტატიაში“ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად პლურალისტურ პოლიტიკურ გარემოს შევქმნით“
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე – კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება