,,არ მახსოვს დრო ამაზე შემზარავი – თუ რატომ უახლოეს საათებში დავწერ”

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2–ს თანამშრომლებს საზაფხულო შვებულების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. სოციალური ქსელით სარიშვილი ტელეკომპანიასსპეციალურ რეჟიმში მუშაობისკენ მოუწოდებს.

,,მე უახლოეს საათებში ან ხვალ გამოვაქვეყნებ უფრო კონკრეტულ სტატუსს, ეხლა კი მხოლოდ ერთი წინადადებით შემოვიფარგლები:
მე არ მახსოვს დრო, რაც თავი მახსოვს, იმ დროიდან, ამაზე შემზარავი, რაც დღეს არის!
თუ რატომ და სად ვხედავ მე ამის მიზეზს, უახლოეს საათებში დავწერ.
ამ წუთას, უბრალოდ, ვეღარ მოვითმინე…
მივმართავ რუსთავი 2–ის ხელმძღვანელობას თხოვნით:
შეწყვიტეთ საზაფხულო შვებულება და აღადგინეთ ყველა თოქ–შოუ, ყველა გადაცემა ჩვეულ და სპეციალურ რეჟიმშიც! სოციალურ ქსელში აქტიურობა არ კმარა!
ეს აუცილებელია!
სტატუსი: რამდენიც არ უნდა ვიყოთ, მაინც მაგრად უნდა ვიყოთ და არ უნდა გავჩერდეთ! არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავჩერდეთ!”– წერს სარიშვილი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშინავთლუღში ხანძარს 17 სახანძრო მანქანა აქრობდა
შემდეგი სტატიაცნობილმა ქართველმა მომღერალმა კრემლის სანქციებს სიმღერით დასცინა (VIDEO)