“არ ვიცი რა იხარშება ივანიშვილის მახინჯ ტვინში”

უგულავას უკანონო პატიმრობაზე საუბრობს დეპუტატი ირმა ნადირაშვილი.

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ის, რაც კარგა ხანია ცნობილი იყო, გიგი უგულავა არის უკანონო პატიმარი. მე არ ვიცი რა იხარშება ივანიშვილის მახინჯ ტვინში, მაგრამ კანონი პირდაპირ ავალდებულებს ივანიშვილს და მის ყურმოჭრილ მთავრობას რომ უგულავა ამ წუთიდან გამოუშვან,“ – აცხადებს ნადირაშვილი.

ნაციონალური მოძრაობა ხვალ პარლამენტის სხდომაზე დასწრებას არ აპირებს, რადგან ხვალ გაიმართება სასამართლოს ახალი სხდომა, რომელზეც ნაციონალურ მოძრობა დასწრებას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას ახლობლები არიან შეკრებილები
შემდეგი სტატია360 გრადუსიანი ვიდეო-რგოლი დანგრეულ სირიულ ქალაქზე… (ახალი ფორმატის ვიდეო)