„არ ვიცი რაზე საუბრობს უჩა ნანუაშვილი. თუ მოგვაწვდის კონკრეტულ ინფორმაციებს, გადავამოწმებთ“

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება სახალხო დამცველის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ყოველთვის ითვალისწინებს.

როგორც გომელაური აცხადებს, შსს-ს სახალხო დამცველის აპარატთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

„ამ ინსტიტუტთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, არანაირი პრობლემა არ გვქონია. არ ყოფილა შემთხვევა, პრეტენზია ყოფილიყო და ჩვენ არ შეგვესრულებინა. მე არ ვიცი რაზე საუბრობს უჩა ნანუაშვილი. თუ მოგვაწვდის ინფორმაციას, აუცილებლად გადავამოწმებთ“, – განაცხადა გომელაურმა.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მისი აპარატის რეკომენდაციებს ყველაზე ნაკლებად ძალოვანი უწყებები ასრულებენ.

banner
წინა სტატიაში„თენგო ერისთავის დაკავება პროცედურული დარღვევებით მოხდა“
შემდეგი სტატია26 მაისს წვევამდელთა ფიცს საქართველოს პრეზიდენტი ჩაიბარებს