არ ვიცი, მერამდედ მოუკლეს ზურა ვაზაგაშვილი მის დედას და მერამდენედ მოკლეს იური ვაზაგაშვილი–ეკა ბესელია

არ ვიცი, მერამდედ მოუკლეს ზურა ვაზაგაშვილი მის დედას და მერამდენედ მოკლეს იური ვაზაგაშვილი–ეკა ბესელია

არ ვიცი, მერამდედ მოუკლეს ზურა ვაზაგაშვილი მის დედას და მერამდენედ მოკლეს იური ვაზაგაშვილი–ეკა ბესელია“თქვენს მაგივრად მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო შეურაცხყოფილი, ნატკენი, როდესაც კიდევ ერთხელ ვისმენდით უმძიმეს განცხადებებს–ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” 2002 წელს დაღუპული გიორგი გაბუნიას მამის, ლევან გაბუნიას გამოსვლას.

არ ვიცი, მერამდედ მოუკლეს ზურა ვაზაგაშვილი მის დედას და მერამდენედ მოკლეს იური ვაზაგაშვილი. არსებობს ზღვარი, სადაც უნდა გადიოდეს გამოხატვის თავისუფლება და გარკვეული მორალური კატეგორიები უნდა ბოჭავდეს მედიას, არ შეიძლება ყველაფერის დაშვება და იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ვისმენდით. ყველაფერს აქვს თავისი მორალური მიჯნა, არ შეიძლება ყველაფერი ითქვას”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ ფაქტები, რაზეც ლევან გაბუნია საუბრობდა, არის გამოსაძიებელი და ძალიან ბევრი კითხვაა ამ საქმეში.
“ზურაბ ვაზაგაშვილს ყველაფერს აბრალებდნენ, რისი დაბრალებაც შეიძლებოდა. ეს თუ ასე იყო, რატომ არ დააკავშირეს ეს ორი საქმე ერთმანეთთან? მოვუწოდებ პროკურატურას, შეისწავლოს ეს საქმე,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ “რუსთავი2”-ის ეთერით ბოდიში მოუხადა ვაზაგაშვილების ოჯახს და საზოგადოებას.

ეკა ბესელიას განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ გააკეთა.
“ქალბატონო ეკა, ნუ მოიხდით ჩვენს მაგივრად ბოდიშსს. მესმის, რომ მძიმეა ეს განცხადებები, მაგრამ ამ ადამიანმა მისი გარდაცვლილი შვილის საქმეზე ისაუბრა, ის ისეთივე შვილმკვდარი მამაა, როგორც იური ვაზაგაშვილი. ვაზაგაშვილების საქმე იმიტომ არის გახმაურებული, რომ ისინი ამაზე აქტიურად საუბრობდნენ. მე არ მესმის, რატომ არ უნდა მივცეთ ლევან გაბუნიას განცხადებების გაკეთების საშუალება. არ ვიცი, რატომ უნდა მოვიხადოთ ამის გულისთვის ბოდიში,” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილმა ვაკე-საბურთალოს პროკურატურას 70 000 დოლარი გადაუხადა–ლევან გაბუნია
შემდეგი სტატიაშსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი განცხადებას ავრცელებს