„არ ველით, რომ ლარი კიდევ გაუფასურდება“, – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა

თავისუფალმა დემოკრატებმა მთავრობის წევრებს კითხვები ლარის კურსთან დაკავშირებითაც დაუსვეს. ირაკლი ჩიქოვანმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს 2016 წლის გათვლებსა და მოლოდინებზე ჰკითხა.

„თქვენ ძალინ ბევრი ციფრი მოიყვანეთ, რომელიც საზოგადოებისთვის შეიძლება შთმაბეჭდავი იყოს, მაგრამ ერთი კონკრეტული შეკითხვა მაქვს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებას აწუხებს, ეს არის ლარის კურსი, რომელიც პრაქტიკულად სერიოზულად აწევს თითოეულ თანამოქალაქეს და მეორეს მხრივ მათ მომავალზეც ზემოქმედებს. კონკრეტულად მაინტერესებს რა მოლოდინი აქვს მთავრობას 2015 წლის ბოლოსთვის. როგორი კურსით შევხვდებით 2016 წელს. მოლოდინები რა გვაქვს, გათვლები რა გვაქვს“, – იკითხა ირაკლი ჩიქოვანმა. პასუხად, მინისტრის მოადგილემ კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა.

„კონკრეტული ციფრის დასახელება ჩემგან არ იქნებოდა სერიოზული. ლარის კურსზე იმოქმედა საგარეო ფაქტორებმა, საგარეო შოკებმა, თუმცა ეს ყველაფერი დღევანდელ კურსზე უკვე ასახულია და ჩვენ არ ველით, რომ ლარი კიდევ გაუფასურდება“, – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: პროექტს მთლიანად დააფინანსებს ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი “ქართუ”
შემდეგი სტატიაპუტინი ცივი ომისკენ მიისწრაფვის – მაკკეინი