“არ ვარ ინფორმირებული საერთოდ თუ განიხილება ვინმეს კანდიდატურა,“ – გიგლა აგულაშვილი შსს-ს მინისტრის კანდიდატურაზე

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაურის წარდგენის შემდეგ ვაკანტურია შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატურა.

პრესაში აქტიურად განიხილება გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა.

თუმცა როგორც თავად გიგლა აგულაშვილი აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან კონსულტაციები არ ყოფილა.

„მე არ ვარ ინფორმირებული, რომ ეს კანდიდატურა განიხილებოდეს და არც იმის თაობაზე ვარ ინფორმირებული საერთოდ თუ განიხილება ვინმეს კანდიდატურა,“ – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

მინისტრმა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ ვახტანგ გომელაურს წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურია წარდგენილი.

 

banner
წინა სტატიაში“ეს სამსახური არ იქნება მომართული სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების დაცვისათვის,” – გიორგი ბარამიძე
შემდეგი სტატიაკახი მამულაშვილს პატიმრობა შეეფარდა