,,არ გვინდა საქართველოში გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს”

ჩვენ არ გვინდა, გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, – ამის შესახებ თბილისში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
აპატურაის თქმით, ნატო-ს მიზანია, საქართველო არ დააყენოს საფრთხის ქვეშ.
“2008 წელს ითქვა, რომ საქართველო შეუერთდება ნატოს. ეს არის როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მზადყოფნის საკითხი. ნატო აკვირდება თითოეულ ასპირანტ ქვეყანას. უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში კი ჩვენ არ გვინდა გამოვაგზავნოთ ისეთი სიგნალი, რომელიც პროვოცირებას გაუწევს რუსეთს და ამ თვალსაზრისით საქართველო დავაყენოთ საფრთხის ქვეშ”, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა სხდომიდან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გამოაგდო (video)
შემდეგი სტატიათვითმმართველობის არჩევნებში ვიტალი კლიჩკო ლიდერობს