“არ არსებობს არგუმენტი, რომ ეს ასე არ უნდა იყოს,”-ხადური საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე საუბრობს

სავლუტო ფონდი

ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის მომხრეა ნოდარ ხადური. ფინანსთა მინისტი აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული კანონის პროექტი.

“ზედამხედველობის სამსახური უნდა იყოს აბსოლიტური დამოუკიდებლობა, ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თუ ვამბობთ, რომ სამსახური უნდა იყოს დამოუკიდებელი არ არსებობს არგუმენტი, რომ ეს ასე არ უნდა იყოს,”- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობს.
შეხვედრა კანონპროექტის ავტორებსა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს და ამ პროცესში ჩართული არიან მთავრობის წევრებიც.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყოფა და ის დამოუკიდებელ სტრუქტურად ყალიბდება.

banner
წინა სტატიაშიხადური ივანიშვილის განცხადებას გიორგი ქადაგიძესთან დაკავშირებით ადასტურებს
შემდეგი სტატიაგვენეტაძის მოადგილე სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს