არ არის ტიტები, არ არის ვარდები, არ არის ცოცხები, ბატონო და არ არის სხვა ყვავილები- არის ჩუმი პროცესი

აგულაშვილი არის პროვოკატორი

ბიძინა ივანიშვილს წაუყენეს ულტიმატუმი იმ ძალებმა, რომლებიც მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს დასავლეთში, ძირითადად ეს არის მაკკეინის ხაზი, რომლის გავლენის ქვეშაც მოქმედი ხელისუფლება არაერთხელ მოექცა და დღეს წაყენებული ულტიმატუმი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში– განაცხადა ინაშვილმა „იმედის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში

“საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ შექმნან ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, რომ 2016 წლის არჩევნებამდე სააკაშვილის დაბრუნება და მისი ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში იყოს შესაძლებელი , შემდეგ რაღაც რაოდეობის გამარჯვებით პარლამენტში შესვლა.რეალურად ამაზე არის ეხლა საუბარი, რაზეც ხელისუფლება ხმას არ იღებს. ეს არ არის პირველი ულტიმატუმი რაც წაუყენეს ხელისუფლებას. პირველი იყო კოაბიტაცია, რომელსაც ხელისუფლება დამონდა, თუმცა შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა და არ გაუწია–აცხადებს ინაშვილი.

მეორე ულტიმატუმი იყო თანაშერწყმა თანაცხოვრება და გაავსეს ზონდერებით სახელმწიფ სტრუქტურები და დამონდნენ იქაც.”მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ სტრასბურგიდან საქართველოს მოქალაქეებმა სარჩელი გამოიტანონ, რაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის კეთდება.
„არ არის ტიტები, არ არის ვარდები, არ არის ცოცხები, ბატონო და არ არის სხვა ყვავილები. არის ჩუმი პროცესი, რომ თითქოს არაფერი, მაგრამ მიდის ხელისუფლების ცვლილების პროცესი და ხელისუფლებას „რესპუბლიკური პარტია“ დიდი მოცულობით იღებს“,- განაცხადა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმე ვარ საქართველოს მთავრობაში დღეს იმ სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელიც შესაძლოა ერთადერთია, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს პრეზიდენტთან-თინა ხიდაშელი
შემდეგი სტატიაქობულეთში 30 აბი სუბოტექსი ამოიღეს