,,არ არის მორალურად გამართლებული კადრების ჩვენება ასეთი მასშტაბით”

ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მორალურად გამართლებული არ არის ადამიანის წამების ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენება საჯაროდ.
თუმცა, როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მასა უკეთებს ამას ორგანიზებას, ძნელია დაუპირისპირდე.
“ყოველგვარ მორალს გასცდა ის, რაც ჩვენ ამ კადრებში ნებსით თუ უნებლიეთ, ვნახეთ. ამ პირობებში ძალიან ძნელია შეაკავო მასის გადაწყვეტილება, როდესაც ამ გადაწყვეტილებას უკეთებს ორგანიზებას და ძნელია ამას დაუპირისპირდე. ვფიქრობ, რომ არ არის მორალურად გამართლებული კადრების ჩვენება ასეთი მასშტაბით, მაგრამ ამავე დროს უამრავი გავრცელების საშუალება არსებობდა ამ კადრების, უამრავი ჩანაწერი და ეგზემპლარი შეიძლება არსებობდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, უამრავი ადამიანია გაქცეული, ემალება მართლმსაჯულებას და დიდი ალბათობით, შეიძლება ეს კადრები ხელთ სწორედ მათ ჰქონდეთ სხვადასხვა კომერციული დაინტერესებისა და გამორჩენის მიზნით.
“საზღვარგარეთაც მოგვეჭრა თავი ამ შემზარავი ფაქტებით. თუ როგორ გავრცელდა ეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ხელისუფლებას მართებდა, უფრო მეტი ელაპარაკა იმ ადამიანებზე, რომლებიც ადამიანის წამებასა და სასტიკად მოპყრობის მეთოდებში არიან გამოვლენილნი.
“ძალიან ბევრ ადამიანს საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ათზე მეტი ადამიანი უკვე პასუხისგებაშია მიცემული და ასევე ბრალდებულია უამრავი ადამიანი, რომელიც ემალება მართლმსაჯულებას. ჩვენ გვმართებდა, უფრო მეტი გველაპარაკა ამ ადამიანებზე”, – განაცხადა ფრაქციის ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიურთმელიძის განცხადებით მისი დედა მდინარა გიორგობიანი არ არის მისი ოჯახის წევრი
შემდეგი სტატიავის ცოლ-შვილისთვის აპირებს წამების ამსახველი კადრების გაგზავნას გოგა ხაინდრავა