„არ არის გამორიცხული რუსეთის უფლებამოსილება საერთოდ შეწყდეს,“-ჩიორა თაქთაქიშვილი

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობა გაგრძელდება დღეს ევროსაბჭოში, თუმცა ახალი რეზოლუციის მიღება არ იგეგმება.

საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე შეფასდება ქვეყანაში განვითარებული მოვლენები აღმოსავლეთ რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე.

სტრასბურგში მყოფი უკრაინელი დეპუტატები ამბობენ, რომ მათ რეფორმების გატარებაში აქტიურად ეხმარებიან საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ამ დებატების მიზანი არის საზოგადოების სრული ინფორმირება უკრაინაში არსებულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

„არ არის გამორიცხული სანქციის უკიდურესი ზომის გამოყენებაც, რომელიც არის რუსეთის, როგორც ქვეყნისთვის უფლებამოსილების საერთოდ შეწყვეტა,“ – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ფონი, რაც არის მეზობელ ქვეყანაში, არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს.

„ვალდებულებები, რომელიც რუსეთს აქვს დაკისრებული ევროსაბჭოს მხრიდან, ეს ვალდებულებები შეუსრულებელია, ევროსაბჭო ამ საკითხის მიმართ, როგორც ჩანს ამ სესიაზეც იქნება ერთსულოვანი და პრინციპული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში“პრობლემა პიროვნული დაპირისპირებიდან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში,” – კახა კოჟორიძე რეზიდენციაზე
შემდეგი სტატიასააკაშვილმა ლუგანსკის ოლქში უკრაინული შენაერთები მოინახულა