არ არის გამორიცხული მთავრობის გადაყენების მოთხოვნას “თავისუფალი დემოკრატები” შეუერთდნენ–გიორგი ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გეგმას, მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით, აფასებს, როგორც უადგილოს და მიმართულს იმისკენ, რომ ქვეყანაში მოხდეს რყევა.

როგორც კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, არ არის გამორიცხული, მთავრობის გადაყენების მოთხოვნას “თავისუფალი დემოკრატები” შეუერთდნენ.
“კონსულტაციებზე, არ ვიცი, შესაძლოა, “თავისუფალი დემოკრატები” წავიდნენ. ჩვენ გავიარეთ საკმაოდ ინტენსიურად, არა მარტო დღეს, არამედ ადრეც სამომავლო გეგმები. კომიტეტებში იყო განხილვა, ეკონომიკური ჯგუფი იყო მისული, საკმაოდ ვრცელი, 7-8-საათიანი განხილვა მიმდინარეობდა. ვფიქრობ, მთავრობას ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, აქვს საკმაოდ მწყობრი და კარგი გეგმა. იმის აყოლა, რომ შეიქმნას დესტაბილიზაცია, უადგილოა და ცვლილებები უდროო. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ რყევა მოხდეს ისეთი, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” რატომღაც ჰგონია, რომ რაღაც შედეგს მიიღებს. მაგრამ ვფიქრობ, უარესი იქნება ქვეყნისთვის, თუ “ნაციონალური მოძრაობის” ამ გეგმას გავყვებით”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” გუშინდელ აქციასაც შეეხნენ, თუმცა მისი მნიშვნელოვანი განხილვა არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშისანკტ პეტერბურგმა ნაცისტების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზია-ეკა ბესელია