„არ არის გამორიცხული ევროკავშირს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდეს,” – თორნიკე შარაშენიძე საბერძნეთზე

ქართველი ექსპერტების შეფასებით, საბერძნეთში უკვე დიდი ხანია ხელისუფლებაში არიან პოპულისტები, ვინც ხალხს პირდება იაფ და უფასო ცხოვრებას, აძლევენ არარეალურ დაპირებებს, რასაც სამწუხაროდ ხალხი იჯერებს.

„არ არის გამორიცხული ევროკავშირს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდეს და საბერძნეთი დარჩეს აბსოლუტურად გაბანკროტებული. რუსეთი მას ვერ დაიხსნის, რადგან რუსეთს ფული არ აქვს,“ – აცხადებს “გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის” ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორის თქმით, უახლოეს პერიოდში უნდა წარმოადგინოს საბერძნეთის მთავრობამ გეგმა, რას აპირებს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად.

როგორც ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ თუ გამოსავალი სწრაფად არ მოიძებნა, საბოლოოდ ჰუმანიტარული კრიზისი გარდაუვალია.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე კვიტაშვილი – სათანადოდ ვერ შევაფასე ის ბიუროკრატიული მანქანა, რაც უკრაინაში არსებობს
შემდეგი სტატიამეორე სვირში მცხოვრებლები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ