არც ერთი რელიგია არ ქადაგებს მკვლელობას-მამა პეტრე

petre„ასურელები დღეს ბრძოლის ველზე იმყოფებიან, ეწამებიან სარწმუნეებისათვის. დღეს დუმილი დანიშაულია, როდესაც ადამიანი სარწმუნებისთვის ეწამება მის რწმენას არ აქვს მნიშვნელობა.“ – ეს განცხადება მამა პეტრემ გადაცემა „იმედის კვირაში“ გააკეთა.

მისი თქმით, ის რაც დღეს სირიაში ხდება უდიდესი ბოროტებაა. ადამიანებს რელიგიური ნიშნით ხოცავენ ბოროტი ძალები და არა მუსულმანები. მამა პეტრეს თქმით, მკვლელობა არ შეიძლება დავაკავშიროთ რომელიმე რელიგიასთან. ეს არ არის რელიგიური ომი, არც ერთი რელიგია არ ქადაგებს მკვლელობას.

„დღეს, 21-ე საუკუნეში, საყოველთაო სასაკლაო ეწყობა და მსოფლიო დუმს და ევროპა ჯერ კიდევ ვერ შეშფოთდა. საეჭვოა რატომ დუმან, ვის აწყობს ეს, რატომ არ აჩერებენ ამ ბოროტებას?
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთვის ასურეთი უცხო არაა. ჩვენ ყოველთვის მჭიდრო კავშირები გვქონდა საქართველოსთან. კიდევ მე-6 საუკუნეში როდესაც ძალიან უჭირდა ჩვენს ქვეყანას, უფალმა მოგვივლინა ასურელი მამები. დღეს კი მოგვეცა შანსი, რომ ასურელებს, რომ მადლობა გადავუხადოთ. მე ჩემი ექვსი შვილით ასურელი ვარ და როგორც ჩემი შვილის სიკვდილი მეტკინება, ისე მტკივა მათი სიკვდილიც.“-განაცხადა მამა პეტრემ.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები თანხვედრაშია-ბიძინა ივანიშვილი
შემდეგი სტატიაბაბუამ შვილიშვილი დანით დაჭრა