არჩილ ხაბაძის თანაშემწის დათო ჭელიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ 6 ფოტოსურათთან დაკავშირებით, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

არჩილ ხაბაძის თანაშემწის დათო ჭელიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ 6 ფოტოსურათთან დაკავშირებით, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

არჩილ ხაბაძის თანაშემწის დათო ჭელიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ 6 ფოტოსურათთან დაკავშირებით, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყოაჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის თანაშემწის დათო ჭელიძის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ 6 ფოტოსურათთან დაკავშირებით, გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ფოტოზე სამოქალაქო პირებთან ერთად პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ. ფოტოზე ასევე ჩანს, რომ პოლიციელს აქვს ცეცხლსასროლი იარაღიც.
შსს პრესცენტრის ცნობით, „მედიით გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რომელზეც იკვეთება შს სამინისტროს ეთიკის კოდექსის დარღვევის მომენტები, ანუ ეთიკის კოდექსის თანახმად პოლიციელს ეკრძალება უნიფორმაში ყოფნისას ალკოჰოლური სასმელის მოხმარების ადგილზე ყოფნა, შს სამინისტროს გენინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო“.

„კვირას, არასამუშაო დღეს, ვიმყოფებოდი ბახმაროში დასასვენებლად ოჯახთან ერთად, ჩემი მეგობრები, რომლებიც პოლიციაში მუშაობენ, არასამუშაო საათებში ვახშამზე დავპატიჟე ჩემთან სახლში, სადაც სამახსოვრო სურათები გადავიღეთ. რადგან ფეისბუქ გვერდი უცხო პირებისთვის დახურული მეგონა, ერთმანეთისთვის გასაზიარებლად დავდე ეს ფოტოები. არც ერთ ჩემ სტუმარს და არც მე ამით კანონი არ დაგვირღვევია. ღამის 12 საათი იყო, ზუსტად ნახევარი საათი შეყოვნდნენ და უკან ბათუმში დაბრუნდნენ.“ – აცხადებს ჭელიძე.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ საფრანგეთში სროლებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაამერიკელი ჟურნალისტების მკვლელობაში მათივე კოლეგაა ეჭვმიტანილი