არჩილ კბილაშვილი კახა ბენდუქიძის მეუღლის ნატალია ზოლოტოვას ინტერესებს დაიცავს

კახა ბენდუქიძის მეუღლის, ნატალია ზოლოტავას ადვოკატი ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია მან რუსთავი 2-ს დაუდასტურა.

როგორც არჩილ კბილაშვილი ამბობს, ის ჩართულია იმ სასამართლო დავაში, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, სადაც კახა ბენდუქიძის ქონების მემკვიდრედ აღიარებას ანასტასია გონჩაროვა ითხოვს.

არჩილ კბილაშვილის განცხადებითვე ამ ეტაპზე მოსამზადებელი პროცედურები მიმდინარეობს. მას შემდეგ კი, რაც მოსამართლე ჩათვლის, რომ არსებითად განსახილველად საქმე მზად არის, ჩაინიშნება პირველი სასამართლო სხდომა.

ანასტასია გონჩაროვა პარალელურად მოსკოვშიც აგრძელებს სასამართლო დავას, სადაც მოსკოვის სასამართლომ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა დნმ-ის ანალიზის თაობაზე, თუმცა ამ პროცესში არჩილ კბილაშვილი არ არის ჩართული და მას სხვა ადვოკატები უძღვებიან.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება 2016 წლის არჩევნებს ვერ მოიგებს” – ხათუნა გოგორიშვილი
შემდეგი სტატია“ეს არის სირცხვილი რაც ხდება, ასე თუ გაგრძელდა მეც ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე,”-ზვიად სიჭინავა