არჩილ თალაკვაძე – “მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის” გამოქვეყნებული კვლევა საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ “მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებული კვლევა საქართველოში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.
ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე “მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ათეულში დასახელდა.
“საერთაშორისო ორგანიზაციამ “მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა უსაფრთხოების გლობალური ინდექსის კვლევა, სადაც უსაფრთხოების კუთხით დასახელებულია ქვეყნების პირველი ათეული. საქართველოს ამ რეიტინგში მეექვსე ადგილი უჭირავს, იმ ქვეყნების გვერდით, როგორიცაა – ნორვეგია, ავსტრია, დანია, სინგაპური. კვლევაში აღნიშნულია რამდენიმე ფაქტორი, თუ რატომ დაიმსახურა საქართველომ ეს ადგილი. კერძოდ, ეს არის ადამიანების უსაფრთხო გადაადგილება ქალაქებში, ეს არის ტურიზმის და ტურისტების უსაფრთხოება. ასევე ხაზგასმით ნათქვამია, რომ საქართველო უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სასურველი ქვეყანა. ბუნებრივია, ანგარიშს კითხულობს მილიონობით ადამიანი მსოფლიოში და ეს ქვეყანაში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს
შემდეგი სტატიადონბასში თავდასხმებს 14 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა