არჩილ თალაკვაძე: ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ რომელიმე პოლიციელის გათავისუფლება მოხდა კონკრეტულ კრიმინალურ ავტორიტეტთან დაკავშირებით. არჩილ თალაკვაძე “რუსთავი 2”-ის გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობს.
“მინდა პოლიციის ყველა ოფიცერს ვუთხრა, რომ კრიმინალთან ბრძოლა გრძელდება იმ რეჟიმში, როგორც ჩვენ დავიწყეთ. ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო, მათ შორის კრიმინალურ ლიდერებთან და კრიმინალურ სუბკულტურასთან. ორი წლის განმავლობაში ათეულობით ადამიანი მივეცით პასუხისგებაში “ქურდული სამყაროს” წევრობისთვის, ათეულობით “ავტორიტეტი” არის დღეს ციხეში სწორედ ჩვენი პოლიციის მიერ დაკავებული იმ საქმიანობისთვის, რომელიც ე.წ. ქურდულ სამყაროს უკავშირდება. მე არა მგონია, რომ ამ ყველაფრის მერე ვინმეს აქვს საფუძველი, ჩვენი ხელისუფლება კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობაში დაადანაშაულოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: რამაზ დევაძე საპასპორტო კონტროლის დროს შეაჩერეს, რასაც მისი დაკავება მოჰყვა
შემდეგი სტატიაფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: თუ ჩვენი ეს მცდელობები უშედეგო აღმოჩნდება, დიდ საფასურს გადაიხდიან