არჩილ თალაკვაძე დიმიტრი ტასოევის განცხადებაზე – ეს არის მათი მხრიდან თვითკმაყოფილი განცხადება

შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვერ მიიღებს ვერანაირად სერიოზულად ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერის დიმიტრი ტასოევის განცხადებას.
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერის დიმიტრი ტასოევის განცხადებას, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა “მათი დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარებისთვის”.
“მე მგონი, ეს არის მათი მხრიდან თვითკმაყოფილი განცხადება, როდესაც აპრიორი იცი, რომ არანაირი საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს. მაგრამ იმ საზოგადოებისთვის ვინც უსმენს ამ ადამიანებს, გარკვეულ პოზირებას ჰქონდა ადგილი, ამიტომ მე სერიოზულად ვერ მივიღებ ვერანაირად ამ შეფასებას. დარწმუნებული ვარ, არც ერთი ადამიანი მთავრობაში არ მოიძებნება, ვინც დაეთანხმება ამ განცხადებას დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიანდრო ბარნოვმა საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტზე განმარტება გააკეთა
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: ჩვენი ამოცანაა, ევროკომისიას ვიზა ლიბერალიზაციაზე სრულყოფილი ანგარიში წარვუდგინოთ