არჩილ გეგეშიძე საქართველოს პრეზიდენტის ბრალდებებს პასუხობს

ამერიკაში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს არც უნახავს და არც მისალმებია. პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება თოქ-შოუ არჩევანში საუბრის დროს გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთ სამწუხარო ფაქტზე ისაუბრა.

ამერიკაში საქართველოს ელჩმა პრეზინდეტის ბრალდებებზე პირველი კომენტარი გააკეთა. არჩილ გეგეშიძე ამბობს, რომ პროტოკოლი არ დარღვეულა და რომ არსად არის გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ელჩი ქვეყანაში ორი უმაღლესი დონის პირის ვიზიტის დროს.

მისივე თქმით, ელჩის ქმედება მთავრობის ხელმძღვანელთან შეთანხმებული იყო.

როგორც გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, ამერიკაში ვიზიტის დროს გიორგი მარგველაშვილი საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძე არც უნახავს და არც მისალმებია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: მედიის გარეშე ჩვენ, პოლიტიკოსები აღარ ვიქნებოდით
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე: საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა აშშ-ის აბსოლუტურად ყველა სივრცეში