„არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ქმნის უსამართლო საარჩევნო გარემოს,” – ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება

საარჩევნო თემაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს გიორგი მარგველაშვილს შეხვდებიან.

საარჩევნო საკითხზე არსებულ მემორანდუმს არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან ერთად პრეზიდენტს წარუდგენს არასამთავრობო სექტორი.

ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შეცვლის აუცილებლობაზე მათ საკუთარი არგუმენტები აქვთ. ისინი ასევე ითხოვენ, რომ უფრო აქტიური იყოს ქალთა ჩართულობა საარჩევნო პროცესში.

„არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ქმნის უსამართლო საარჩევნო გარემოს. აუცილებელია, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლებამ გაატაროს ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში„იმპორტი უფრო მეტად უნდა შემცირდეს, რომ ექსპორტთან დისბალანსი შემცირდეს“
შემდეგი სტატიაგურჯაანში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა