არსამთავრობოთა წარმომადგენლები სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს ხვდებიან

სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი კახა კახიშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სამინისტროში, მედიისთვის დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და არასამთავრობო სექტორის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი ესწრება.
“მისასალმებელია სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა. სასურველია, რომ ასეთმა შეხვედრებმა მიიღოს სისტემატური ხასიათი და გვქონდეს ფორმატი, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მინისტრს გავაცნობთ ჩვენს ხედვას პრობლემებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, მინისტრსაც ექნება შესაძლებლობა, გვესაუბროს თავად როგორ ხედავს სისტემაში არსებული გამოწვევების მოგვარების გზებს და ამგვარად, ერთად ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ სასჯელაღსრულების სისტემა გახდეს კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული ადამიანის უფლებებსა და ღირსებაზე”,-განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თბილისის მიკროავტობუსის” წარმომადგენლები გაფიცული მძღოლების მოთხოვნებს ისმენენ
შემდეგი სტატიაბოლო მონაცემებით ყვარლის საავადმყოფოს ნოროვირუსით ინფიცირებულმა 140-მა ადამიანმა მიმართა