არის თუ არა პრეზიდენტი პოროშენკო ოლიგარქი?

პოროშენკო: «უკრაინა და რუსეთი ეს ერთი ხალხია. ჩვენ არ უნდა ვიომოთ»

,,ბიბისის,, ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს ქონება ბოლო ერთი წლის მანძილზე რამდენჯერმე გაიზარდა, ვიდრე გასულ წლებში, ამაზე მის მიერ გამოქვეყნებული ქონებრივი დელარაცია მეტყველებს.
მისი გამდიდრება საერთო ეკონომიკური ფონის გაუარესებისას მოხდა, რომელსაც წინ უძღოდა აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი კონქლიქტი, ასევე სერიოზული პრობლემები, რომელსაც პოროშენკოს პირადი ბიზნესი შეეჯახა რუსეთსა და ყირიმში გართულებული მდგომარეობის გამო.
როგორ შეძლო პრეზიდენტმა, რომელმაც წინასაარჩევო კომპანიისას ხალხს საკუთარი ბიზნესის გაყიდვას დაპირდა, გასულ წელს გამოემუშავებინა 369 მილიონი გრივენი? 2013 წლის დეკლარაციაში მას შემოსავლებში დაფიქსირებული აქვს 51 მილიონი გრივენი. მას მითითებული აქვს, რომ შემოსავლების ძირითადი წილი (38 მილიონი) ფასიანი ქაღალდების და კორპორატიული უფლებების გაყიდვის შედეგად მიიღო. 13, 5 მილიონი კი – დივიდენდებით.
2014 წელს სურათი რადიკალურად შეიცვალა. 369 მილიონიდან მეტი წილი (90%) დივიდენდები და დაბანდებული ფულის პროცენტებია და მხოლოდ 11, 2 მილიონი – გაყიდული ფასიანი ქაღალდებიდან შემოსავალი. 961 ათასი კი – ქონების დაყიდვიდან შემოსავალი.
პოროშენკოს 2013 და 2014 წლების შემოსავლების შედარება არც თუ მთლად კორექტული იქნება – წერს ბიბისი, რადგანაც გრინვი, ისევე როგორც ბევრი სხვა ვალუტა, თითქმის მთელი გასული წლის მანძილზე უფასურდებოდა და მხოლოდ რამდენიმე ხნის წინ მეტად თუ ნაკლებად დასტაბილურდა. ამის მიუხედავად, აღნიშნულ გარემოებასაც კი არ შეეძლო პოროშენკოს შემოსავლების რადიკალური ზრდა.
პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პოროშენკო საკუთარ ხელფასს სრულად რიცხავს ქველმოქმედებაში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული საქველმოქმედო შემოწირულობა 123 მილიონი გრივენია.
ადრე პოროშენკო ამბობდა, რომ მან, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა, წინასაარჩევნო კომპანია საკუთარი ფინანსებით აწარმოა. “ზუსტად ეს ფაქტია მხედველობაში მისაღები, რომ გავიგოთ პოროშენკოს შემოსავლების ზრდის მიზეზი” – ამბობენ ექსპერტები.
“პოროშენკოს, იმისათვის რომ საკუთარი საარჩევნო კომანია ეწარმოებინა, შესაძლებელია სხვადსხავ ბიზნეს სტრუქტურებიდან დივიდენდები მიიღო. კომანიებს, როგორ ცნობილია, შეუძლიათ მოგება როგორც საწარმოს გაფართოებისთვის გამოიყენონ, ასევე გადაანაწილონ ის აქციონერებს შორის” – ამბობს ბიბისისთან საუბარში ალექსანდრ კრამარენკო, რომელიც ერთ-ერთი ეკონომიკური გამოცემის რედაქტორია.

“ლოგიკურია, რომ გასული წლის არჩევნებზე შესაძლებელი იყო მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ მოგება აქციონერებისთვის დაერიგებინათ. ამ გზით პოროშენკომ მიიღო დივიდენდები, ლეგალიზება გაუკეთა საკუთარ ფულს, რომლითაც გადაიხადა გადასახადები და დააფინანსა საპრეზიდენტო კომპანია. ეს არ არის ცუდი, რადგანაც მეორე ვარიანტით, მას თანხები ოფშორში უნდა გადაეტანა” – ამბობს ექსპერტი.
გარდა ამისა, მისი თქმით, აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ 2013 და 2014 წლებში დოლარის და ევროს გრივენთან მიმართება ძალიან განსხვავდება, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ბანკში შენახულმა თანხამ დიდი მოგება მოიტანა.
მედია უკრაინის პრეზიდენტის შემოსავლების რადიკალური ზრდის კიდევ რამდენიმე მიზეზს ასახელებს. კიევის საკონდიტრო ფაბრიკა Roshen-მა 9-ჯერ გაზარდა შემოსავლები და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს: დედაქალაქის ქუჩებში კანფეტების საფირმო მაღაზია საგრძნობლად გაიზარდა.
სურიალდ უკრაინაში, როგორც Roshen-მა საკუთარ გვერდზე განაცხადა, 2014 წლიდან 2015 წლის მეოთხე თვის განმავლობაში, დაახლოებით 20 მაღაზია გახსნა, აქედან 14 დედაქალაქში. პრესაში ასევე საუბარი იყო საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის საწესდებო კაპიტალის გაზრდაზე, რომელსაც პოროშენკოს, მის მამას და ბიზნეს პარტნიორს იგორ კონონეჩკოს უკავშირებენ.
პოროშენკოს შანსი ქონდა უფრო მდიდარი გამხდარიყო, რომ მომხდარიყო ის, რაც საპრეზიდენტო დაპირების დროს იყო დაგეგმილი, ანუ, მას საკუთარი ბიზნესი რომ გაეყიდა.
მთავრობის უმაღლესი პოსტის დაკავევისას, რომლის დროსაც კონსტიტუცია უკრძალავს პირველ პირს სამეწარმეო მოღვაწეობას, პოროშენკო ირწმუნებოდა, რომ საკუთარი ბიზნესი საერთაშორისო სტრუქტურების ნდობით აღჭურვილ პირებს გადასცა, რომ მათ გაყიდონ ყველაფერი, რაც გააჩნია.
მხოლოდ როშენი, მე-18 ადგილზეა მსოფლიო საკონდიტრო კომპანიების სიაში.
გარდა ამისა, როგორც უკრაინული და მსოფლიო მედია წერს, პოროშენკო ქარხანა “Ленинская кузница”-ს აქციონერია, ასევე ფლობს სავაჭრო კომპანიებს და წილს საავტომობილი კორპორაცია “ბოგდან ავტოშო”.
მის ბიზნეს იმპერიაში შედის ასევე მინის წარმოება, სადაზღვევო კომპანია, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი.
მედიაში “მე-5 ტელეარხის” გარდა ფლობს სხვა ტელე და რადიოკომპანიებს კიევში, ოდესასა და დროგობიჩეში.
ჯერჯერობით მას არაფერი გაუყიდია.
პოროშენკო ამბობს, რომ არა აქვს დრო და საშუალება ამ საკითხით დაკავდეს, ამასთანავე ირწმუნება, რომ თვითონ არ მართავს ბიზნესს.
პრეზიდენტის ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვა და მას წინასაარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
“აბსოლუტურად გასაგებია, რომ პოროშენკო იყო და დარჩა ერთ-ერთ ძლიერ ოლიგარქად უკრაინაში, პოლიტიკურ კულუარებში ახლა ხუმრობენ, რომ პრეზიდენტის მისია მხოლოდ ქვეყნის დეოლიგარქირებაა, რომ ქვეყანაში მხოლოდ თვითონ დარჩეს ოლიგარქი. ტემპი, რომელიც პრეზიდენტის ბიზნესის გაყიდვას სჭირდება, იმის საფუძველს იძლევა, რომ პროცესი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება, შესაძლოა პრეზიდენტის მანდატის ამოწურვამდეც” – ამბობენ ექსპერტები.
სოციოლოგიური ცენტრის “უკრაინული ბარომეტრის” ხელმძღვანელი და პოლიტოლოგი ვიქტორ ნებეჟენკო ამბობს, რომ ბიზნესთან დაკავშირებული მდგომარეობა შესაძლებელია პრეზიდენტისთვის დიდი პრობლემა გახდეს. “როგორ უნდა გავიგოთ პრეზიდენტი ოლიგარქი მაშინ, როცა ომის გამო ხალხის მდგომარეობა შეიცვალა, ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და მხოლოდ პოროშენკო გამდიდრდა? – ამბობს ექსპერტი. მისი თქმით, არ შეიძლება, რომ ოლოგარქი ოლიგარქებს ებრძოდეს.
იულია ტიმოშენკომ არა ერთხელ გამოაცხადა ოლიგარქებთან ბრძოლა. ის ამბობს, რომ ეს მისი პარტიის მთავარი დანიშნულებაა, ამასთანავე, პოროშენკოზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მას მხარს უჭერს და მზად არის დახმარებაც გაუწიოს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბორის ლოჟკინის თქმით, არასწორია როცა პოროშენკოს ოლიგარქს უწოდებენ “პრეზიდენტს არა აქვს ბიზნესი იმ სფეროებში, რომლებიც როგორც წესი, ინტერესთა კონფლიქტს იწვევენ, მას არ გააჩნია ენერგეტიკული ან ნავთობ აქტივები, არასდროს გამოუყენებია სახელმწიფოებრივი მდგომარეობა ან სხვა სახელმწიფოებრივი შესაძლებლობები საკუთარი ბიზნესის გასაძლიერებლად” – ამბობს ლოჟკინი.
როგორც არ უნდა იყოს, Forbes-ის რეიტინგში პრეზიდენტი პოროშენკო უკრაინის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიის მე-8 ადგილზეა. მისი ქონება ამ დროისთვის 750 მილიონ დოლარადაა შეფასებული, წერს ,,ბი-ბი-სი,,.

banner
წინა სტატიაშიგოგა ხაჩიძე კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატია,,ადამიანების დიდი ნაწილის გონებაში ჯერ კიდევ საბჭოეთის წითელი დროშა ფრიალებს,,