,,არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ის ანაზღაურება რაც არის, ისიც კი ზედმეტია”

არიან ადამიანები, რომელთა შრომის ანაზღაურება მაღალი უნდა იყოს და არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ის ანაზღაურებაც მეტია, რაც არის , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის იმ ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც საპრემიო სისტემას უკავშირდება.
როგორც ებანოიძემ აღნიშნა, მას ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივისთვის კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭერია.
“ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრემიები უნდა გაიცემოდეს ისე, როგორც გარკვეული წლების წინ გაიცემოდა და ქმნიდა სერიოზულ პრობლემებს. თუმცა არ შეიძლება ჩვენ ყველაფერი კანონით ვარეგულიროთ”, – განაცხადა ებანოიძემ.
მისი თქმით, ყველას აქვს თავისი პასუხისმგებლობა.
“ჩვენნაირ მდგომარეობაში, როდესაც თითოეული ადმინისტრაციული ხარჯი ძალიან სერიოზულად ურტყამს ყველაფერს, ამ დროს ბუნებრივია, ხელისუფლებაც მობილიზებული და მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ასეთი ხარჯი გასწიოს. არიან ადამიანები, რომელთა შრომის ანაზღაურება უნდა იყოს მაღალი და უნდა იყოს ხელშეწყობის საშუალება. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც ის ანაზღაურება რაც არის, ისიც კი ზედმეტია”, – განაცხადა ებანოიძემ.
მისივე განმარტებით, არ შეიძლება ყველაფრის დარეგულირება მოხდეს კანონით, თუ რაიმეს რეგულაციაა საჭირო და აუცილებელი, უნდა მოხდეს მისი გრძელვადიანად დაგეგმვა.
დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივა მაღალი რანგის სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი”-ს წევრი დაჭრეს
შემდეგი სტატიარა მდგომარეობაა ციხეებში – სახალხო დამცველის ანგარიში