“არემჯი გოლდის” თანამშრომლები ირაკლი პეტრიაშვილს უპირისპირდებიან

”არემჯი გოლდის” თანამშრომლებსა და გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება.

დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა პეტრიაშვილი ცრუ ბრალდებებში დაადანაშაულეს და განმარტეს, რომ მათი მხრიდან თანამშრომლებზე ზეწოლა არ ყოფილა.

„არანაირი ზეწოლით არ ხდება პროფკავშირებიდან ხალხის გამოსვლა. როგორ შეიძლება, 2-3 ათასი კაი ზეწოლით გამოიყვანო პროფკავშირებიდან. სათავისოდ აკეთებდნენ ყველაფერს. არავისთვის არაფერი დახმარება არ გაუწევიათ,” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე კომპანია „არემჯი გოლდის” წარმომადგენელმა გია მუშკუდიანმა.

პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით კი, „არემჯი გოლდი” „არემჯი კოპერის” პროფკავშირებს მასთან დაპირისპირებისთვის იყენებს. პროფკავშირებში გაწევრიანებულ ადამიანებს კი გაერთიანებას იძულებით ატოვებინებენ.

„ცდილობენ, რომ საქვეყნოდ ცნობილი პრობლემა, რომელსაც „არემჯი” უქმნის დასაქმებულ ადამიანებს და ახდენს ზეწოლას დასაქმებულებზე, გადმოიტანონ ვიღაც ბაქრაძესა და ჩვენ შორის პინგ-პონგში, რაც, ბუნებრივია, არ გამოუვათ. ძალოვანი სტრუქტურისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც მმართველი პარტიების წარმომადგენლებად ეცნობიან, ზეწოლას ახდენენ ადამიანებზე, რათა გავიდნენ პროფკავშირებიდან,” – აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიხვალ პარლამენტში საგანგებო სხდომას “თავისუფალი დემოკრატები” დაესწრებიან
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში დღეს დაიწყება