„არემჯიმ“ აუდიტის ჩატარებაზე ტენდერში გამარჯვებული გამოავლინა

კომპანიამ ის გარემოსდაცვით-საკონსულტაციო ორგანიზაცია გამოავლინა, რომელიც შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში გარემოსდაცვით აუდიტს ჩაატარებს.

ტენდერში აიპ „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელმა კომისიამ“ გაიმარჯვა, რომელიც მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი ესპერტებით არის დაკომპლექტებული. პროექტში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ევროკავშირის ქვეყნების შესაბამისი ინსტიტუციების მიერ აღიარებული, შვედი და უკრაინელი გარემოსდაცვითი აუდიტორები მიიღებენ მონაწილეობას.

გარემოსდაცვითი აუდიტის მიზანია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი მაჩვენებლების დამოუკიდებელი შეფასება შპს „არემჯი გოლდისა“ და სს „არემჯი კოპერის“ კუთვნილ სამთო-მოპოვებით საწარმოებში, რომლებიც ბოლნისის რაიონში დაბა კაზრეთში მდებარეობს.

2 კვირის ვადაში შერჩეული კომპანია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესაბამისად, წარმოადგენს ჩასატარებელი აუდიტის გეგმას, რომლის საჯარო პრეზენტაციასაც კომპანია „არემჯის“ წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე ექსპერტები ერთობლივად გამართავენ.

კომპანია „არემჯიმ“ გარემოსდაცვითი აუდიტის ტენდერი, ამაწლის 19 თებერვალს გამოაცხადა და მასში საქართველოს გარემოსდაცვით-საკონსულტაციო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ
შემდეგი სტატია2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე სამართლებრივი დევნა 367 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო