არა მგონია, ვინმეს „ზემოთ“ არ ესმოდა, რას გამოიწვევდა ყიფიანის წასვლა თანამდებობიდან

აგულაშვილი არის პროვოკატორი

irma“საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-ს გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი, სამთავრობო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ბოლოდროინდელი საკადრო ცვლილებები და რიგით მეშვიდე მინისტრის გადადგომა, ეს იყო „ქართული ოცნების“ გუნდური გადაწყვეტილება.

არა მგონია, ვინმეს „ზემოთ“ არ ესმოდა, რას გამოიწვევდა ყიფიანის წასვლა თანამდებობიდან. ვერ შევამჩნიე, რომ ყიფიანს თავად სურდა მინისტრის პოსტის დატოვება.

ვიმეორებ: ზოგადად, ამ საკადრო წმენდის გადაწყვეტილებაში „ქართული ოცნების“ ლიდერთა ყველა გამოკვეთილი ლიდერი, ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა მონაწილეობდა.

ჩნდება კითხვა: რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს? ჩემი აზრით, რამდენიმე ფაქტორია:

1. ამ ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული წარმატებები. უმთავრესი, ჩემი აზრით, ისაა, რომ შეიცვალა ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

უმიზეზოდ არავის აპატიმრებენ და დაპატიმრებულებს სადისტურად არ აწამებენ. დაცულია შეკრებებისა და მანიფესტაციების, აზრის გამოხატვის თავისუფლება.

მომწონს სოლიდარობის ფონდის პროექტი, С ჰეპატიტის მკურნალობასთან დაკავშირებული პროექტი, მომწონს დევნილებისთვის 16 კორპუსის გადაცემის ინიციატივა, მაგრამ არ იყო საგრძნობი წარმატებები ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით.

ხალხი დაიტანჯა და დაიღალა. მთავრობამ ვერ უპასუხა შიმშილისა და უსახლკარობის გამოწვევას. ასევე, ყოვლადგაუმართელებლი იყო და არის ზღვარგადასული პრემიების და მაღალ თანამდებობებზე ძველი ზონდერებისა, თუ ნაციონალური მოძრაობის იდეური მოკავშირეების დაწინაურების თემა.

2. ამ მთავრობის პირობებში ქვეყანაში მოხდა ორი უდიდესი ტრაგედია: მოკლეს იური ვაზაგაშვილი! მოკლეს ბესო ხარძიანი! მართალია, გამოძიება გრძელდება და გარკვეული შედეგებიც სახეზეა, მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს დამკვეთის გამოვლენა.

მთავარი- ხალხმა თავი დაუცველად იგრძნო. მკვლელობების ფაქტორი ერთ-ერთი გადამწყვეტია ფაქტორია.
3. დასამალი არაა, რომ ხელისუფლებაზე, მთავრობაზე მთელი 3 წლის მანძილზე იყო და არის უდიდესი წნეხი დასავლეთიდან.

ამ თემაზე რამდენიმე დღეში ცალკე ვისაუბრებ. დავაკვირდეთ, რომ მთელი რიგი სისუტეებისა და ნაკლის მიუხედავად, ღარიბაშვილი იყო პრემიერი, რომელსაც მკაფიოდ ესმოდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ბოროტებაა და ღიად, მწვავე ლექსიკით გამოხატავდა მის დამოკიდებულებას ხსენებული პოლიტიკური ჯგუფისადმი.

თუ ღარიბაშვილს გაცილებით რბილი, ნელ-თბილი პრემიერი შეცვლის, ეს იქნება დასავლეთისთვის საქართველოს მხრიდან გაღებული კიდევ ერთი „საჩუქარი“: სააკაშვილის სისხლიან რეჟიმზე ღიად არც მთავრობის წევრები და არც N პრემიერი აღარ ისაუბრებენ. ფორმულა:“ დავივიწყოთ წარსული“ ძალაში შევა.

4. არა მგონია, რომ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. თუ დაინიშნება, ეს იქნება ყველაზე საუკეთესო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან.

ჩვენ დიდხანია ვითხოვთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და მზად ვართ არა მარტო მონაწილეობა მივიღოთ ამ არჩევნებში, არამედ მოვიპოვოთ თვალსაჩინო წარმატება.

5. ზოგადად ცუდი არაა, როცა ქვეყანაში მთავრობის საკადრო გადახალისება ხდება.

ყველას უნდა ესმოდეს, რომ სკამზე მიწებება ცუდია და ამისი სიმპტომები ზოგიერთ მინისტრს ნამდვილად ჰქონდა. ზოგიც სრულიად დაუმსახურებლად იკავებდა ამ თანამდებობას.

6. როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ერთად ვნახავთ.” – აცხადებს ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაშიგაერო ნეპალს 15 მილიონ დოლარს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაათი რჩევა მთავრობას–ლალი მოროშკინა