„არაჯანსაღი სათამაშოები“ ეროვნულებით შეიცვლება ჩეჩნეთში

ჩეჩნეთისათამაშოების ჩეჩნურმა წარმოებამ თავიანთი ჩანაფიქრის შესახებ აცნობა მომხმარებელს – ისინი მრავალათასიანი ტირაჟით აპირებენ თოჯინების გამოშვებას, რომლებიც ნაციონალურ გმირებს განასახიერებენ, რომ საბავშვო ოთახებიდან განდევნონ დასავლური ფილმების და კომიქსების გმირები.
„სამწუხაროდ, ეს არაჯანსაღი წარმოდგენებით შექმნილი მონსტრები, ტრანსფორმერები, ადამიანი-ობობები, ჯერჯერობით ფართო პოპულარობით სარგებლობენ პატარებსა და მათ მშობლებში, რაც ბავშვის ფსიქიკაზე ნეგატიურად მოქმედებს“ – განაცხადა ბავშვთა უფლებების ჩეჩნეთის წარმომადგენელმა ჰამზატ ჰარიხმატოვმა.
მისი აზრით, დასავლური სათამაშოები არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენენ.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია 9 თოჯინის შექმნა, რომელთა პროტოტიპები ჩეჩნური ფოლკლორის გმირები და ისტორიული პერსონაჟები იქნებიან.
მაისში სათამაშოების რაოდენობას 10 ათასამდე ვარაუდობენ.
თოჯინები რუსეულ ენაზე ილაპარაკებენ.

banner
წინა სტატიაში,,სილქნეტი,, არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ – აცხადებს რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაათენი ბერლინისგან 279 მილიარდს ითხოვს ნაცისტური ოკუპაციის გამო