,,არაფორმალური მმართველობა ხალხის ძალაუფლების წყაროა”

“ეს არის რომ მაძლევს საფუძველს, მიუხედავად “ნაცმოძრაობის” ყვირილისა და კიდევ, დამატებით კარგი იდეა მომივიდა! არაფორმალური მმართველობა ხალხის ძალაუფლების წყაროა.  ყველა ჩემი ქმედება მათზეა ორიენტირებული. შესაბამისად მე მათგან მაქვს ნდობა. ეს არის ბერკეტი, რაც ჩემს რჩევებს და პოზიციას უწევენ ანგარიშს. ეს მე ადრეც მითქვამს. არ გაუწევენ? მე შემიძლია ვთქვა – მეტი არაფერი. ამით არაფერი არ შავდება და ეს უსუფაშვილმაც კარგად იცის და სხვებმაც”, _ დასძინა ივანიშვილმა
მისივე განცხადებით, არაფორმალური მმართველობა იყო 2008-დან 2012 წლამდე, როდესაც ხალხის აზრს არავინ ითვალისწინებდა.
“2008-მდე ნიშნები თუ იყო, 2008 წლიდან, როდესაც ჩატარდა არჩევნები და პრეზიდენტი, ფაქტიურად არალეგიტიმურად მოვიდა, ეს ყველამ იცის, იმის შემდგომ როგორც ექცეოდნენ საზოგადოებას და საზოგადოების აზრი იყო იგნორირებული, სწორედ ეს გახლდათ არაფორმალური მმართველობა”, _ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ,, იმედის” ეთერში განაცხადა.

banner
წინა სტატიაში,,ღარიბაშვილის გამოსვლა არც მე არ მომეწონა”
შემდეგი სტატიაივანიშვილის თქმით მისი გუნდიდან ნახევარი საპარალმენტო მუშაობისთვის მზად არ არის