,,არაუშავს, მაგათ გვაკრიტიკონ, ჩვენ საქმე ვაკეთოთ”- ღარიბაშვილი -სანიკიძეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განმათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სოფელ წილკანში საჯარო სკოლა დაათვალიერეს და სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი სასწავლო სახელმძღვანელოების საკითხით დაინტერესდა და განათლების მინისტრს კითხვით მიმართა, თუ რატომ საუბრობნს იმის შესახებ, რომ სკოლებში ახალი წიგნები არ არის. თამარ სანიკიძის თქმით, სახელმძღვანელოების ნაწილი ახალია, ნაწილი კი უკვე გამოყენებული. “არაუშავს, მაგათ გვაკრიტიკონ, ჩვენ საქმე ვაკეთოთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფიერა დელ ლევანტეს გამოფენაზე ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად არის წარმოდგენილი
შემდეგი სტატიამამულიჩა: მოსაბოდიშებელი არავისთან არაფერი მაქვს