“არასდროს წავალთ აფხაზეთში”-რუსი ტურისტები

ტყვარჩელის მიგდებული სოფლები

afxazetiსოხუმში ისევ გაქურდეს ტურისტები. ადგილობრივი მედიის თქმით, მსგავსი ფაქტები, სამწუხაროდ, იშვიათობას არ წარმოადგენს. მოსკოველი ვლადიმირ მაკსუნოვის თქმით, რომელსაც პირად ნივთებთან ერთად ფული და დოკუმენტებიც მოპარეს, “აფხაზეთი ზღაპარია, რომლის ბოლო საშინელებაა”.
“არასდროს წავალ აფხაზეთში” – ასეთ გამოხმაურებებს წერენ აფხაზეთში ნამყოფი რუსი ტურისტები, რომელთაც მასკუნოვისგან განსხვავებული გამოცდილება არა აქვთ აფხაზეთში გატარებულ დროზე.
ადგილობრივი მედიის თქმით, რუსმა ექსტრიმის მოყვარულმა და მოგზაურმა მასკუნოვმა აფხაზეთის ვიზიტის პირველივე დღეს გააკეთა მსგავსი განცხადება საკუთარ ბლოგზე. მას მანქანიდან მოპარეს ყველა ნივთი. მოგზაურის თქმით, ის მომზადებული იყო იმისთვის, რომ როგორც კურორტულ ქალაქებში ხდება ხოლმე ხშირად, შესაძლებელი იყო მისი გაქურდვა, ამიტომ თავის დაზღვევის მიზნით მანქანა ადმინისტრაციულ შენობასთან დააყენა, სადაც სამეთვალყურო კამერა იყო დამონტაჟებული, თუმცა უშედეგოდ. მისი მანქანიდან ყველაფერი წაიღეს.

აფხაზეთის დე-ფაქტო შსს-ში ადასტურებენ, რომ ქურდობის ფაქტები დღითი დღე იზრდება, რაც ტურისტების ნაკადის შემცირებას იწვევს.

banner
წინა სტატიაში,,აბსურდია, მთავრობას მოსთხოვო ღვარცოფის თავიდან აცილება”
შემდეგი სტატიაგიორგი ციკოლიას აშშ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილედ დანიშნეს?