არასდროს მეგონა თუ ხელახლა დავსვამდით კითხვას “გვეშველება რამე?!

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

პუტინის ბრძოლა არის საბჭოთა კავშირის აღდგენისთვის ბრძოლაარასდროს მეგონა თუ ხელახლა დავსვამდით კითხვას “გვეშველება რამე?!”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “არჩევანისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“მე მეგონა “გვეშველება რამე”, როგორც ჩამქრალი დენი თბილისის ცენტრში, ჩხოროწყუში ან ყვარელში, ორმოებიიანი გზები და კრიმინალები ქუჩაში, წარსულს ჩაბარებული რაღაცა, მეგონა კითხვა “გვეშველება რამე” არასდროს გაისმებოდა, თუმცა ახლა ისევ ისმის ეს კითხვა. ისტორია ისევ ტრიალებს იგივე წრეზე. მე ის კი არ მინდა, დასვათ კითხვა “გვეშველება რამე”, არამედ სწრაფად, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ საქართველოსთვის?!”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, “ბოლომდე გავბანძდით”. “რაც შეეხება ლაპარაკს, რომ გაზაფხულზე შეიძლება მთავრობა შეიცვალოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. საქართველოს ვინც მართავს, ყველამ კარგად იცის. ისიც არის ჩვენი უბედურება, რომ ბოლომდე გავბანძდით”, – აღნიშნა სააკაშვილმა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მოახერხებს გადამწვეტ, ისტორიულ მომენტში კონსოლიდაციას.

banner
წინა სტატიაშივინ დაგეგმა მიხეილ სააკაშვილის აფეთქება?
შემდეგი სტატიასეპარატისტებმა უკრაინელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს