არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს მიმართვას დღეს გაუგზავნის

კვე მზად არის მიმართვის საბოლოო ვარიანტი, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი დღეს პრეზინდეტს გაუგზავნის. ისინი მოუწოდებენ გიორგი მარგველაშვილს არ გადაუგზავნოს პარლამენტს ნდობის გამოცხადებისთვის მთავრობის ის შემადგენლობა, რომელიც პრემიერმა შესთავაზა.

პოლიტიკური პარტიები თვლიან, რომ „კონსტიტუციური სტატუსის არ მქონე მხარის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილზე მინისტრების დანიშვნისას ზეწოლა განხორციელდა.

მიმართვას ხელს აწერს რამდენიმე პარტია – მათ შორის ქართული დასი, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, პატრიოტთა ალიანსი და ქრისტიანდემოკრატიული პარტია.

ხელმოწერაზე უარი განაცხადეს ახალმა მემარჯვენეებმა და ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ.

banner
წინა სტატიაშიადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბიზნესგაერთიანებები გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ