არასამთავრობო სექტორი მთავარ პროკურორს პარლამენტში მისვლას მოუწოდებს

ნინო ლომჯარია ზუგდიდში რამდენიმე საათის წინ მომხდარ ფაქტს ეხმიანება

მთავარი პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვები არასამთავრობო სექტორსაც აქვს. განცხადებები დღეს ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მედიასთან გააკეთეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელს ეკა გიგაურს მიაჩნია, რომ დეპარტამენტის შექმნა საინტერესოა, თუმცა არსებობს კითხვები რომელზეც მთავარმა პროკურორმა პასუხები უნდა გასცეს.

“საინტერესოა, როგორ შეირჩნენ პროკურორები, როგორ მოხდა საქმეების ამორჩევა,” – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მთავარ პროკურორს პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი.

“უნდა მივიდეს. არ აქვს მნიშნველობა ვინ დაიბარებს. კარგი იქნება, თუ მათავარი პროკურორი ჩვენც შეგვხვდება. მე პირადად მაინტერესებს, რატომ შეიქმნა ახალი დეპარტამენტი,” – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

დღესვე განცხადება მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარების შესახებ გააკეთა ნინო ლომჯარიამაც. ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის თქმით, კარგი იქნება თუ პროკურორი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

“მიმდინარე პროცესები იწვევს შეკითხვებს. მათ შორის არის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით კითხვები. პროკურაუტრასთან კითხვები არა მხოლოდ საქართველოში არამედ ქვეყნის გარეთაც არსებობს,” – აცხადებს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია პარლამენტში ბადაშვილის დაბარების მომხრეა
შემდეგი სტატიაინტერპოლით ზურაბ ადეიშვილის ძებნა შეწყდა