არასამთავრობო ორგანიზაციები ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დარჩენას უჭერენ მხარს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ისტორია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ

არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ ზედამხედველობის სამსახურის ეროვნულ ბანკში დარჩენას. სპეციალისტთა ნაწილი მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გაითვალისწინოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციაც, რომელიც ასევე ემხრობა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას.

„საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის ჩამოცილება იქნება ძლიან ცუდი სიგნალი. მკვეთრი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, რაც სრულიად მკაფიო სიგნალი უნდა იყოს საქართველოს მთავრობისთვის,“ – განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანალიტიკოსმა მიხეილ კუკავამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია.

„საზოგადოება და ბანკების” ექსპერტი დავით კიკვიძემ განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის მისიის შეჩერების საფუძველზე, ქვეყანა დიდ რესურსს დაკარგავს.

„თუ კანონპროექტი იქნება მიღებული ეს იმას ნიშნავს, რომ საფინანსო სექტორი საქართველოში იქნება პოლიტიზირებული, რაც საფუძველი იქნება იმისა, რომ ამ მისიებმა საქართველოში თავისი ფუნქციონირება შეწყვიტონ,“ – განაცხადა „საზოგადოება და ბანკების” ექსპერტმა დავით კიკვიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიენმ – “ბაგა-ბაღების გარეთ ათასობით ბავშვი რჩება”
შემდეგი სტატიასაზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია ხვალ დაიწყება