არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ევროინტეგრაციას შეუცვლელ საგარეო პრიორიტეტად ასახელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის, განცხადებას ეხმაურებიან.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, თვლის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს და უნდა გატარდეს შესაბამისი რეფორმები.

“ჩვენი ორგანიზაცია ყველა შემთხვევაში მხარს უჭერს იმ რეფორმების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ევროინტეგრაციას,” – აცხადებს ეკა გიგაური.

“ახალგაზრა იურისტთა ასოციაციაში” კი ფიქრობენ, რომ ევროპასთან დაახლოება რეალურად უნდა მოხდეს და ეს იმ კანონპროექტებში უნდა აისახოს, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანო ამტკიცებს.

“საქართველოსთვის, როგორც სახელმწიოფოსთვის მნიშნველოვანია, რომ არამხოლოდ დეკლარირებული იყოს ევროინტეგრაცია, როგორც პრიორიტეტი, მოხდეს მისი ასახვა კანონმდებლობაში,” – განაცხადა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაუწყებლობის შესახებ კანონი მესამე მოსმენით მიიღეს
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერობიდან გადააყენეს