არასამთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილს სპეციალური განცხადებით პასუხობენ

45 არასამთავრობო ორგანიზაცია ნინო ლომჯარიას, კახა კოჟორიძისა და ეკა გიგაურის მხარადასაჭერ განცხადებას ავრცელებს.

ამით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერვიუს ეხმაურებიან. ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს, შეწყვიტოს მათ საქმიანობაზე ზეწოლა და ქვეყნის მართვა კულუარებიდან. “მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის არა ერთი მოქალაქის, არამედ სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის პოზიცია. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელების დაუსაბუთებელი რიტორიკა ხელისუფლების დეკლარირებული ღირებულებებიდან გადახვევაა. ეს განცხადებები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართულად წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს ”- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში არეულობას გეგმავს,” – შს მინისტრი
შემდეგი სტატია“ეს ჩანაწერი არ უნდა მოხვედრილიყო არც ოპოზიციისა და არც პოზიციის ხელში,” – ვახტანგ გომელაური სკანდალურ ვიდეოებზე