არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი” თახლითობაში დაადანაშაულეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი” თახლითობაში დაადანაშაულეს

„სამეგრელოს ხმის“ წარმომადგენელმა თეონა ქარდავამ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრის” მიერ დაზარალებული რამდენიმე პირი წარუდგინა.

მისი თქმით, ეს ადამიანები თაღლითურად მოატყუა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ლაშხიამ. მისივე განცხადებით, ლაშხია, როგორც დევნილ, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად კი ხანში შესულ ქალბატონებს, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ჰპირდებოდა, ერთ- ერთ მათგანს მან 800 ლარი გამოსძალა.

„სამეგრელოს ხმა“ მოძიებული დოკუმენტების წარდგენას „იურისტთა ასოციაციისა“ და პროკურატურისთვის აპირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით არასამთვარობო ორგანიზაცია კომენტარს არ აკეთებს.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ამზადებს მეორე საყდრის-მალხაზ პატარია
შემდეგი სტატიაავეტისიანების ოჯახზე რუსი სამხედროს თავდასხმის რამდენიმე დეტალი დღეს გახდა ცნობილი