არასამთავრობოებმა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან პრორუსული ჯგუფების გააქტიურებაზე ისაუბრეს

დანიის, პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც “თბილისი მარიოტში” გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განუცხადეს, მათ საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობის გარდა, ქვეყანაში პრორუსული ჯგუფების გააქტიურების საკითხიც დააყენეს.
“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას განმარტებით, ამ კუთხით მათ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირეს და ხელისუფლების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
“ჩვენ ვიყავით კრიტიკული იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა. ვფიქრობ, ხელისუფლება უფრო მეტად უნდა საუბრობდეს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რასაც ქვეყანას ევროპული პოლიტიკა მოუტანს. მე ვისაუბრე პრორუსულ ჯგუფებზე, რომელთა დაკავშირებითაც ხელისუფლებას კითხვები არ გააჩნია, თუმცა კითხვები აქვთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც დასავლურ ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ არ ხდება დაგმობა იმ განცხადებების, რომლებიც თუნდაც კოალიციის წარმომადგენლების მხრიდან კეთდება და შეიცავს რუსულ პროპაგანდას. ჩვენი ზრით, ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა ისაუბროს იმ სარგებელზე, რასაც ქვეყანას ევროპული კურსი მოუტანს”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მისივე განმარტებით, შეხვედრაზე სტუმრების მხრიდან აღინიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხევდარზე კითხვებს დასვამენ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერიამ შვედეთის, დანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოს შიდა და საგარეო გამოწვევებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაფიროსმანის ნამუშევრებს რესტავრაცია ჩაუტარდება