არასამთავრობოები პოლიტიკოსებს ძალოვანი უწყებების რეფორმის საკუთარ ხედვას აცნობენ

არასამთავრობო სექტორის აზრით, პროკურატურის რეფორმირებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვისი უფლებამოსილება იქნება მთავარი პროკურორის დანიშვნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციების გამიჯვნისა და პროკურატურის რეფორმის შესახებ საკუთარ ხედვას არასამთავრობოები დეპუტატებსა და დიპლომატებს სასტუმრო „რედისონში” მიმდინარე შეხვედრაზე აცნობენ.

„პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს საქართველოს ხელისუფლებისათვის და ამის წარმატებით განხორციელება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველო მყარად დადგეს კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზაზე,“ – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის აზრით, კი ამ რეფორმის განხორციელებისთვის აუცილებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებაც, რადგან პროკურორის დანიშვნის წესი სწორედ კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

„ჩვენ ვიცით, რომ ამ რეფორმის განხორციელება ერთ თვეში შეუძლებელია და ამას დრო სჭირდება, მითუმეტეს, როცა საუბარია პროკურატურის რეფორმაზე, რადგან ერთის მხრივ, უნდა უზრუნველყოფილი იყოს პროკურორის დამოუკიდებლობა და მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ვიფიქროთ მისი დანიშვნის წესზე – ამისთვის, გარკვეული წესები უნდა შევიდეს კონსტიტუციაშიც,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტულმა პარტიამ” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ჯონი ხეცურიანი წარადგინა
შემდეგი სტატიასეპარატისტებმა უკრაინული სოფელი კრიმსკოე დაბომბეს