არასამთავრობოები ანდრო ბარნოვისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ

“ახალგაზრდა ადვოკატებმა”, “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა”, “პოზიციამ” და “ახალგაზრდული ცენტრი – ჩვენი თაობა 1921”-მა ანდრო ბარნოვის გუშინდელი ქმედება გააპროტესტეს.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ანდრო ბარნოვის მხრიდან კონფლიქტის ზონაში 2015 წლის 16 ივლისს ქართული პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტი პროვოკაციულ ნიშნებს შეიცავდა.

“პოზიციის” ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი აცხადებს, რომ ანდრო ბარნოვის ქმედება უშუალოდ ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილი იყო.

“გუშინ ანდრო ბარნოვმა ნამდვილად მოახდინა პროვოკაცია. დააკნინა პოლიციელი. ეს არის სააკაშვილის მიერ მითითებული ქმედება. მათ მხოლოდ ერთი რამ დარჩენიათ, ასეთი ქმედებებით ეცადონ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ანდრო ბარნოვს მინდა მოვუწოდო, ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, ასევე საქართველოს ინსტიტუტებს და იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელიც ყველაზე ძლიერია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის”, – განაცხადა ადამაშვილმა.

“ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ანდრო ბარნოვის გუშინდელი ქმედება კონფლიქტის ხელოვნური გაღვივებას ემსახურებოდა.

“ოთხი არასამთავრობო ანდრო ბარნოვის ქმედებას ვაპროტესტებთ. მისი გუშინდელი ქცევა აშკარა პროვოკაციას წარმოადგენდა. მივმართავთ პოლიტიკურ ძალებს, გაემიჯნონ “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციულ ქმედებას, რადგან ერთია პოლიტიკური ოპონირება და მეორე – ქვეყნის მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ღია დისკრედიტაცია, რომელიც პარტიულ დონეზეა დაგეგმილი. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნები – რას ემსახურებოდა ბარნოვის გუშინდელი ქმედება, რომელიც აშკარად ურთიერთობების ხელოვნური დაძაბვა იყო. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შესაბამისი შეფასებები გააკეთოს”, – აცხადებს კაიკაციშვილი.

“სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” წარმომადგენელი ლევან ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ამ პროცესებში მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება.

“მორალური პასუხიმგებლობა ეკისრება “ნაციონალურ მოძრაობას”. უნდა მოიხადონ ბოდიში. მინდა ბარნოვს გავახსენო, რომ 2008 წელს “კოკოითი ფანდარასტის აქციების” დროს, შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომელსაც მართავდა სხვადასხვა ძალა. ამ აქციის ფარგლებში დაგეგმილი საზვღრებისკენ მოიწევენ დღეს რუსი ოკუპანტები და მორალური პასუხიმსგებლობა ნამდვილად ეკისრებათ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს”, – განაცხადა ჩიტაძემ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები “პანორამა თბილისის” პროექტზე განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიახურვალეთის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაურია