“არანაირ მოლაპარაკებას პაატა ბურჭულაძესთან არ ვაწარმოებთ”

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე პაატა ბურჭულაძესთან რაიმე სახის მოლაპარაკებას, მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით არ ადასტურებს.

ნინო ბურჯანაძემ ტელეკომოანია GDS-ის ეთერში „2030“-ში განაცხადა, რომ მას პაატა ბურჭულაძესთან არანაირი მოლაპარაკება არ აქვს და დასძინა, რომ მის ადგილას პოლიტიკაში არ წავიდოდა.

“არანაირ მოლაპარაკებას პაატა ბურჭულაძესთან არ ვაწარმოებთ. მე ბატონ პაატას ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც ძალიან კარგ მომღერალს და მე მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ ვერაფერს გეტყვით. არამგონია, რომ მან პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს. მე რომ პაატა ბურჭულაძე ვიყო, პოლიტიკაში არ წავიდოდი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მიდის. ასევე საუბარია იმის შესახებაც, რომ ის მოლაპარაკებებს “დემოკრატიულ მოძრაობასთან” აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამაშრომლობა კატეგორიულად გამოვრიცხვათ”
შემდეგი სტატიასაკრებულოს ოპოზიცია დავით ნარმანიას გადადგომას ითხოვს