“არანაირი მტკიცებულებები ქართული მხარის მხრიდან ჩადენილ კაციობრიობის დანაშაულებზე არ არსებობს, მაგრამ არსებობს ზღვა მასალა რუსული მხრიდან ჩადენილი დანაშაულის”

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

“ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებს ყველა პოტენციურ დანაშაულს, რომელიც ქართველების ეთნიკურ წმენდას ეხება.

როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, პროცესი დაიწყო “ნაციონალური მოძრაობის” კომუნიკაციით 12-13 აგვისტოს. “ჩვენ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მივმართეთ, ეს იყო სტრასბურგის სასამართლო, ეს იყო ჰააგის საერთაშორისო სასამართლო, მეორეა მართლმსაჯულების სასამართლო და ეს იყო სისხლის სამართლის სასამართლო. ჩვენ ყველა ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. სასამართლო მართლმსაჯულების ტრიბუნალი და სისხლის სამართლის სასამართლო. რაც შეეხება ტრიბუნალს, ბუნებრივია კომუნიკაცია იყო რუსეთის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც რუსეთის მხრიდან იქნა ჩადენილი. ვგულიხმობ მკვლელობებს, გაუპატიურებებს მოტაცებებს, სახლების განადგურებას და ასე შემდეგ. ერთი სახელმწიფოს აგრესიას მეორე სახელმწიფოს მიმართ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, განსაკუთრებული აქცენტი იყო ეთნიკურ წმენდაზე და ეთნიკური ნიშნით თვდასხმებზე, მკვლელობებზე და სახლების განადგურებაზე.

“შეგვიძლია დავეყრდნოთ 2014 წლის “ICC” რეპორტს. იმ ხალხს, რომელიც არის ჩამოსული, რომელიც ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ამ ეტაპზე არსებობს სერიოზული საფუძველი, რომ ჩადენილია დანაშაულები ეთნიკური ქართველების წმენდის თვალსაზრისით, მათი სახლების განადგურების თვალსაზრისით. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომელიც უნდა იქნას დაფიქსირებული. ეს არის ამ ინსტიტუტების მუშაობის შემდეგ გაკეთებული წინასწარი დასკვნა. საქართველო იცავდა თავს. არანაირი მტკიცებულებები ქართული მხარის მხრიდან ჩადენილ კაციობრიობის დანაშაულებზე არ არსებობს, მაგრამ არსებობს ზღვა მასალა რუსული მხრიდან ჩადენილი დანაშაულის”, – აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, რამაც შეიძლება გამოძიება შეაფერხოს არის, ის, რომ საქართველოს ხელი არ მიუწვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“როგორც სახელმწიფოს, ხელი არ მიგვიწვდება რუსი თანამდებობის პირების დაკითხვაზე. რუსეთი ან დათანხმდება, ან არა, რომ დააკითხინოს თავის თანამდებობის პირები. ჩვენ იმედი გვაქვს “ICC” აიძულებს რუსეთს, რომ პროცესი წავიდეს წინ და დასრულდება კონკრეტული ბრალდებებით იმ დანაშაულებებისთვის, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი 2008 წელს. რაც შეეხება იმ პიარს, რომელსაც თავის დროზე ჰქონდა ადგილი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან საქართვეოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ესუბრალოდ არასერიოზული მავნებლობაა და იმედი მაქვს, რომ ისინიც კი ხვდებიან, რომ ეს არაფერშუაში არ არის. “ICC” იძიებს ყველა პოტენციურ დანაშაულს, რომელიც ქართველების ეთნიკურ წმენდას ეხება”, – განაცხად ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიTBC ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში დაკითხეს
შემდეგი სტატიაილია ელოშვილი – როცა ვსაუბრობთ გაზპრომთან, ჩვენ უნდა ვისაუბროთ კომპანიასთან ურთიერთობაზე და არ უნდა გადავიტანოთ რუსეთის პოლიტიკურ თემაზე