,,არავის არ სჭირდება დღეს ყურძენი, მითუმეტეს დასეტყვილი”

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას თქმით, რომ არა სუბსიდირება მევენახეები კატასფტროფულ დღეში აღმოჩნდებოდნენ.

ამის შესახებ დანელიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

„ქარხნები ყურძენს არ ჩაიბარებდნენ, რომ არ ყოფილიყო სტიმულირება სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის დასეტყვილ ყურძენზე, მერწმუნეთ არავის არ სჭირდება დღეს ყურძენი, მითუმეტეს დასეტყვილი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, როდესაც გლეხს მოჰყავს მოსავალი, იგი ამას ჰყიდის ბაზარში, ან სახლში იყენებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამისთვისაც შევთავაზეთ ალტერნატივები, რომელზეც არავინ საუბრობს. რაც შეეხება ფასებს, ყურძენი საკმაოდ გაიაფებულია ევროპაშიც. თუმცა რატომ ვსაუბრობთ მარტო ყურძენზე? ჩემთვის მარტო ყურძენი არ არის სოფლის მეურნეობის პროდუქტი, ჩემთვის მარტო კახეთი არ არის რეგიონი. ჩემთვის ყველა რეგიონი მნიშვნელოვანია. თხილის ფასი მესამედზე ჩამოვია, ცუდი მოსავალია სიმინდზე, მითხარით როგორ განვსაზღვრო პრიორიტეტი“, – განაცხადა დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში მორგი გაქურდეს…
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს რჩევას აძლევს