“არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დაიბრალოს, ეს ყველას ჩვენი ბრალია”

ioვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ის რაც ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ყველას, მათი ბრალია და ამ პასუხისმგებლობას იზიარებენ.

ვიცე-პრემიერის თქმით წარმატების მსგავსად, შეცდომაც მთლიანად გუნდზე ნაწილდება, ვინაიდან ხელისუფლება ერთი გუნდია.

“ჩვენ არავის არაფერს არ დავაბრალებთ, ეს არ არის გასული წლები, როგორც ხდებოდა, დღეს სულ სხვა რეალობა გვაქვს. არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დაიბრალოს, როგორც ჩვენ მოვისმინეთ ზურა გურიელიძეს განცხადება, მან აღიარა რომ იყო მისი ბრალი. ეს ჩვენი, ყველას ბრალია და ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას. თუ წარმატება, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას, მთლიან გუნდზე ნაწილდება. როდესაც შეცდომა მოგვდის ამ რთულ ვითარებაში, ესეც ყველამ უნდა გადავინაწილოთ“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ჯანელიძე უნდა გადადგეს” – ფიქრია ჩიხრაძე
შემდეგი სტატიასტიქიის ზონაში დასუფთავების სამუშაოები გრძელდება