არავითარი ბერკეტი არ გამაჩნია , რომ ვინმე ვმართო-ბიძინა ივანიშვილი

პრეზიდენტი ზედმეტად სწევს თამასას...

არავითარი ბერკეტი არ გამაჩნია , რომ ვინმე ვმართო, ან ვინმეს თავს მოვახვიო ჩემი რჩევები…უბრალოდ მე საზოგადოების ჭარბი ნდობა მაქვს… შესაბამისად ამას ითვალისწინებენ. ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.

“მე არავითარი ბერკეტი არ გამაჩნია რომ ვინმე ვმართო და ვაიძულო ჩემი რჩევები გაითვალისწინოს, ან ვინმეს ეს თავს მოვახვიო. ალასანია და მარგველაშვილი ვერცერთ შემთხვევას ასეთს ვერ გაიხსენებს.მე წამოსვლისას ხშირად ვამბობდი, საზოგადოების ზემდეტი ნდობა, რომ მაქვს ეს ჩემით მოვიპოვე, ეს ალასანიამ და მარგველაშვილს არ უჩუქნიათ, ჩემით მივაღწიე და წამოსვლას იმით ვამრთლებდი, რომ ამ ნდობის გადანაწილება საზოადგოებაზე უნდა მომხარიყო. როცა პრემიერად დარჩენაზე მიყიჟინებდნენ, განსაკუთრებით უსუფაშვილი მე მას ვუთხარი, რომ ეს ზემდეტი ნდობა, სჯობს საზოადგოებას გადავუნაწილო და არა მის მხოლოდ ერთ ნაწილს“,”-განაცხადა ბიძინა ივანიშილმა.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის დეპარტამენტი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაზე კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობაზე ფილმს იღებს სათაურით “9+1”